ARAMA
დამფუძნებელი
Kurucu

დაიბადა ანკარაში, 1901 წელს. სწავლობდა ანკარას უმაღლეს სკოლაში. საქმიანი ცხოვრება წამოიწყო 1917 წელს. 1926 წელს მან დაარეგისტრირა მამის კუთვნილი კომპანია ანკარის ვაჭრობის პალატაში, როგორც "Koçzade Ahmet Vehbi". იმ პერიოდში, როდესაც მართავდა აღნიშნულ კომპანიას, იგი ამავდროულად გახდა უცხოური კომპანიების წარმომადგენელი თურქეთში, როგორიცაა „ფორდი და სტანდარტ ოილ“ და ამ მხრივ გააფართოვა თავისი ბიზნეს-საქმიანობა. მოგვიანებით, მან გააფორმა სახელშეკრულებო ბიზნესები. 1938 წელს მან გადადგა პირველი ნაბიჯები ინსტიტუციონალიზაციის საკითხებში და დააარსა Koç Ticaret A.Ş. სტამბულში.

ჯენერალ ელეკტრიკ-ის დახმარებით 1948 წელს მან დააარსა ნათურის ქარხანა თურქეთში, ჩამოაყალიბა ერთობლივი საწარმო და 1952 წელს დაიწყო პროდუქციის გამოშვება. ვინაიდან იგი თვლიდა ქველმოქმედებას სოციალურ პასუხისმგებლობად. იგი საკმაოდ აქტიური იყო სოციალურ სფეროში და ჩამოაყალიბა შემდეგი ინსტიტუციები, როგორიცაა Vehbi Koç-ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი (1946); Vehbi Koç-ის რქოვანას ბანკი ანკარას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე (1963); კარდიოლოგიის ინსტიტუტი სტამბულის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე (1964); თურქული საგანმანათლებლო ფონდი (1967) და METU Vehbi Koç-ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი (1968).

Koç-მა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა ინდუსტრიის განვითარებაში 1950-იან წლებში და პირველი ინვესტიცია ჩადო ადგილობრივ მრეწველობაში რომელმაც შეცვალა იმპორტირებული საქონელი. მან შექმნა ბევრი ადგილობრივი წარმოება ისეთი, როგორიცაა საავტომობილო ინდუსტრია, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, რადიატორების, ელექტრონული დანადგარების, ტექსტილის, ასანთების და სხვა საწარმოები.

1955 წელს მან დააარსა თურქეთის უდიდესი ინდუსტრიული კომპანია Arçelik, ხოლო 1954-ში ჩამოყალიბდა Türk Demir Döküm. პირველი თურქული ავტომობილების ინდუსტრიამ "Otosan" პროდუქციის გამოშვება 1959 წელს დაიწყო; 1962-ში კი ჩამოყალიბდა Aygaz. შემდგომში მან წამოიწყო ძალიან ბევრი ბიზნეს საქმიანობა და სხვადასხვა ფეროში განავითარა მრეწველობა.

ვინაიდან უამრავი ინდუსტრიული წარმოება პერიოდულად ვითარდებოდა აშკარა იყო, რომ კერძო საწარმოების გადარჩენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ინსტიტუციონალიზაციის გზით და ამიტომ Vehbi Koç -მა ჩამოაყალიბა Koç ჰოლდინგი, რომელიც იყო პირველი სააქციო კომპანია თურქეთში, 1963 წელს ყველა საწარმო იმართებოდა ერთი ცენტრიდან რომელიც იყო ყველაზე მეტად ეფექტური რეალიზაციის თვალსაზრისით. სააქციო კომპანიის დაარსების შემდეგ, ახალი კომპანიები ერთიმეორის მიყოლებით ყალიბდებოდა. Anadol - პირველი ადგილობრივი მანქანა თურქეთში 1966 წელს გამოჩნდა.

სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის ჩადების მიზნით Vehbi Koç დიდი ხნის მანძილზე იკვლევდა შესაძლებლობებს ამ სექტორში. 1967 წელს მან ჩამოაყალიბა ტომატის პასტის საწარმო TAT, რომელიც იყო წამყვანი კომპანია. გამოიყენა და აამუშავა თურქეთის სოფლის მეურნეობის პოტენციალი შეთანხმებული მეურნეობის მოდელის იმპორტირებით.