ARAMA
პარტნიორობა

ბარსელონას სპონსორობა

ბეკო აცხადებს "თამაშის ოფიციალური პარტნიორობის" კამპანიას ბარსელონასთან

ბეკო იწყებს "თამაშის ოფიციალური პარტნიორობის" კამპანიას ბარსელონას სუპერ ვარსკვლავების ანიმაციებით

"ლიონელ მესი და მისი თანაგუნდელები პირისპირ შეეჩეხნენ თავიანთ უნიკალურ ანიმაციებს პირველად, მას შემდეგ, რაც ბეკომ მათი სპონსორობა საერთაშორისო ასპარეზზე გამოაცხადა."

მსოფლიო დონის ვარსკვლავები მესი, ლუი სუარესი, ჟერარდ პიკე, არდა ტურანი და მარკ ანდრე მონაწილეობას იღებენ ბეკოს (ბარსელონას პრემიუმ პარტნიორი) ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში. კამპანიის განმავლობაში ანიმაციის სახით ასევე ჩნდებიან თანაგუნდელები: ნეიმარი, ანდრეს ინიესტა და ივან რაკიტიჩი.

ბარსელონა განასახიერებს თამაშის სულისკვეთებასა და თავისუფლებას, იყო თამაშის ოფიციალური პარტნიორი ბრწყინვალე მაგალითია ბეკოსთვის ხმა მიაწვდინოს ათასობით გულშემატკივარს. ჩვენ ბეკოს, გვსურდა გამოგვეწვია ღიმილი მომხმარებლების სახეებზე და ჩავრთულიყავით მათთან ერთად სპორტის საყვარელ სახეობაში. ბეკოსთვის ცნობილია, რომ ყოველ დღე უამრავ ხალხს ესაჭიროება გადაჭრის გზები თავიანთ დაუგეგმავ ყოველდღიურობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროდუქცია მორგებულია ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებს, რაც მათ მეტ დროს აძლევს სათამაშოდ.

ბარსელონა და ბეკო

ბეკო ბარსელონას ოფიციალური პრემიუმ პარტნიორია. ბეკომ ბარსელონასთან 4 წლიანი შეთანხმება დადო 2014/15 წლის საფეხბურთო სეზონზე, რომელიც გაგრძელდება 2017/18 სეზონამდე. ეს მსოფლიო პარტნიორობაა, რასაც საფეხბურთო მაისურის მკლავზე გამოსახული ლოგო მოწმობს.

ბეკო-ბარსელონას სპონსორობა გააქტიურდება 2016 წლის ახალი კამპანიის განმავლობაში, რომელიც წინა პლანზე წამოწევს კლუბსა და ბრენდს შორის არსებულ "თამაშის" საერთო ღირებულებებს. კამპანიის მეშვეობით იხილავთ მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელებს ლიონელ მესის, ლუის სუარესის, ნეიმარის, ანდრეს ინიესტასა და ჟერარდ პიკეს ჩათვლით, სათამაშო ანიმაციების სახით.