- როგორ ავიცილოთ თავიდან სუნი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში?
სამწუხაროა, როდესაც ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოღებისას უსიამოვნო სუნს იგრძნობთ. გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა და საბედნიეროდ მარტივად მოგვარებადი.
ჭუჭყიანი ჭურჭელი: ცუდი სუნის მიზეზი შესაძლოა სარეცხ მანქანაში დიდი ხნის მანძილზე მოთავსებული დაბინძურებული ჭურჭელი იყოს. თუ ეს ხშირად ხდება, სუნი შესაძლოა ინტერიერში გაჯდეს. გასარეცხად მოთავსებამდე, ჭურჭელი აუცილებლად გაასუფთავეთ ნარჩენებისგან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩართვას დაუყოვნებლივ არ აპირებთ. ბეკოს მოდელების უმეტესობა აღჭურვულია IonGuard® ტექნოლოგიით, რომელიც ცუდი სუნის მოლეკულებს ანეიტრალებს.
დაბინძურებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა: ცუდი სუნი წარმოიქმნება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას რეგულარულად არ ასუფთავებთ. დროთა განმავლობაში ცხიმი და საკვები ნარჩენები გროვდება კართან და კედლებზე, ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიგნით არსებული სითბო კი ხელს უწყობს ბაქტერიების გავრცელებას. ეს არა მხოლოდ არაჰიგიენურია, არამედ წარმოშობს ცუდ სუნსაც. ბეკოს მოდელების უმეტესობას აქვს შიდა წმენდის ფუნქცია, რომელიც წყალს 73 გრადუსამდე აცხელებს. შიდა წმენდის ფუნქციას ცუდის სუნისა და ბაქტერიების გავრცელების აღმოსაფხვრელად თვეში ერთხელ უნდა მიმართოთ.
დაბინძურებული ფილტრი: ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსებულია სადრენაჟე ფილტრი, რომელიც რეგულარულ დასუფთავებას საჭიროებს. ბეკოს მოდელების უმეტესობას ასევე ფილტრის EverClean™-ის ფუნქცია აქვს, რომელიც სპეციალური შხეფების საშუალებით, შიგნიდან ასუფთავებს ფილტრს, მისი წყალობით სადრენაჟე ფილტრი 4-ჯერ ნაკლებ დასუფთავებას საჭიროებს. მოხსენით შუა უჯრა, გამოიღეთ ფილტრი და გარეცხეთ. ეს პროცედურა ჩაატარეთ კვირაში ერთხელ და ცუდი სუნის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
შეუსაბამო სარეცხი საშუალება და სხვა პროდუქტები: აუცილებლად გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები და მარილი. არ გამოიყენოთ, ჭურჭლის ჟელე, საპონი, მათეთრებელი და სხვა ქიმიური საშუალებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ ცუდი სუნი, არამედ შეამციროს ჭურჭლის სარეცხი მანქანის სიცოცხლისუნარიანობა. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- როგორ შევავსო მარილი და სავლები საშუალება ჩემს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში?
ეფექტური შედეგის მისაღებად ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეგულარულად უნდა ჩაყაროთ მარილი და სავლები საშუალება. სარეცხი მანქანა აუცილებლად გაანათებს, როდესაც მარილი და სავლები საშუალება იწურება.
ყურადღება მიაქციეთ მანათობელს! ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი: მარილი გამოიყენება თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიდა დარბილებისთვის, ამცირებს წყლის სიხისტეს. შესავსები განყოფილება მოთავსებულია ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიგნით, ქვედა მარცხენა მხარეს. მასთან წვდომისთვის, გამოაღეთ ქვედა უჯრა და მოხსენით თავსახური, ჩაყარეთ მარილი და დაახურეთ თავსახური. გადავსებულმა მარილმა და მარილიანმა წყალმა შესაძლოა გამოიწვიოს კოროზია ან ჟანგი ლითონის ზედაპირზე. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად მარილის ჩასაყრელად გამოიყენეთ ძაბრი, ხოლო გადმოსული წყალი ან მარილიანი ზედაპირი აუცილებლად გაასუფთავეთ. რეკომენდირებულია მარილის შევსებიდან ჭურჭლის სარეცხი მანქანის მალევე გამოყენება. თუ თქვენ არ აპირებთ ჭურჭლის გარეცხვას, დაზიანების თავიდან ასაცილებლად ჭურჭლის სარეცხი მანქანა მოკლე რეცხვიან პროგრამაზე დააყენეთ.
სავლები საშუალება: სავლები საშუალება გავლების პროცესში ჩამორეცხავს წყალს ჭურჭლისგან. საუკეთესო საშუალებაა ჭურჭელზე წყლის წვეთების თავიდან აცილებისთვის. თუ ციმციმა ანთებს ჭურჭლის სარეცხი მანქანის დიპლეიზე, დროა შეავსოთ სავლები საშუალებით, რეზერვუარი მდებარეობს სარეცხი საშუალების რეზერვუარის გვერდით. მოხადეთ რეზერვუარს თავი, ბოლომდე ჩაასხით გასავლები საშუალება და დახურეთ. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- როგორ ავიცილოთ თავიდან წყლის წვეთები ჭურჭელზე?
იმედგაცრუებული ხართ, როდესაც ახლახანს გარეცხილ ჭურჭელზე წყლის ლაქებს აღმოაჩენთ. ლაქების თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენოთ სავლები საშუალება, რომელიც გავლებისას გამოიყენება. წყლის ლაქების გამომწვევი მიზეზი ონკანის წყლის სიხისტეა, შეგიძლიათ შეამციროთ სიხისტის დონე და გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი.
სავლები საშუალება: ბევრი ფიქრობს, რომ გასავლები საშუალება გამოიყენება ჭურჭლის გასაპრიალებლად, თუმცა მისი მთავარი დანიშნულება გაშრობის ხელშეწყობაა. სავლები წყალგაუმტარ შრეს ქმნის ჭურჭელზე, რის შემდეგაც აორთქლება უფრო მარტივია, ხელს უშლის წყლის წვეთების ჭურჭელზე შრობას. თუ დისპლეიზე სავლების ციმციმა ანათებს, დროა შეავსოთ. რეზერვუარი ჭურჭლის სარეცხი მანქანის კართან, სარეცხი საშუალების უჯრის გვერდით მდებარეობს. რეზერვუარს მოხსენით თავი და გაავსეთ ბოლომდე. თუ კვლავ შეამჩნევთ წყლის ლაქებს ჭურჭელზე, გაზარდეთ გასავლები საშუალების დონე.
წყლის სიხისტის ფუნქცია: ხისტი წყალი ხელს უწყობს ლაქების წარმოქმნას თქვენს ჭურჭელზე. თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს შესაბამისი ფუნქცია, რომელიც შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ ონკანის წყლის სიხისტის დონის მიხედვით. პარამეტრის სწორად შერჩევისთვის იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი: მარილი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გამოიყენება წყლის დასარბილებლად. გამაპრიალებლის მსგავსად, მარილსაც აქვს ინდიკატორი, რომელიც გაფრთხილებთ მისი შევსების დროს. მარილის განყოფილება მდებარეობს სარეცხი მანქანის ქვევით, მარცხენა მხარეს. გამოაღეთ ქვედა თარო, მოხსენით თავსახური, გაავსეთ ბოლომდე და დაახურეთ თავი.
ტაბლეტები: ტაბლეტები ცნობილია, როგორც რეცხვისა და შრობის ნაკლებად ეფექტური საშუალება. თუმცა, თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეიძლება სპეციალურად დაპროგრამდეს ისე, რომ იმუშავოს ტაბლეტებზე. ბეკოს ზოგიერთ მოდელს ტაბლეტების ავტო სენსორი აქვს. თუ არ აქვს შესაბამისი ფუნქცია, შეგიძლიათ ხელით გაააქტიუროთ. უმჯობესია, ტაბლეტთან ერთად დამატებით სავლები საშუალება გამოიყენოთ, რაც არ უნდა ორი ერთში ფორმულა იყოს მოცემული. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- რა ტიპის სარეცხი საშუალება უნდა გამოვიყენო ჭურჭლის რეცხვისთვის?
არსებობს სამი ტიპის სარეცხი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბეკოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვისას. მარცვლოვანი ან ფხვიერი, ტაბლეტები ან თხევადი სარეცხი საშუალებები, გელის პაკეტები. ჩამოთვლილთაგან რეცხვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი. არ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, ხელის საპონი ან სხვა ქიმიური შემადგენლობა. უკეთესი შედეგისთვის გამოიყენეთ მარილი და სავლები საშუალებები. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- ჩემი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჟონავს. რამ გამოიწვია პრობლემა და როგორ აღმოვფხვრა ის?
რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს გაჟონვა, ზოგიერთი ფაქტორი სხვებისგან განსხვავებით მარტივად მოგვარებადია, ზოგი კი ტექნიკოსის ჩართულობას საჭიროებს.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარი: პირველ რიგში უნდა შეამოწმოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარი. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბუნებრივ ცვეთას ან კარი არასწორად იყოს დამაგრებული, რასაც ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს. შეამოწმეთ კარის რეზინა, თუ იგი მოშვებული ან გაცვეთილია, საჭიროებს შეკეთებას ან გამოცვლას. თუ თვლით, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფაქტორს აქვს ადგილი, დასახმარებლად დაუკავშირდით სერტიფიცირებულ ხელოსანს.
წყლის კავშირი: თუ თქვენ შეამჩნევთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის უკანა მხრიდან ან ნიჟარიდან გამომავალ წყალს, პრობლემის მიზეზი შესაძლოა მოშვებული მილი იყოს. შეამოწმეთ სადრენაჟე მილი, წყლის შლანგი და სარქველები. თუ ისინი მოშვებულია, შესაბამისი აღჭურვილობა გამოიყენეთ მათ დასამაგრებლად.
ძრავი და ტუმბო: გაჟონვის ყველაზე გავრცელებული ადგილი ძრავისა და ტუმბოს ლუქია. თუ გაჟონვის სხვა მიზეზებს გამორიცხავთ, მაშინ ითვლება, რომ პრობლემა ნამდვილად ძრავისა და ტუმბოს რეზინის ლუქშია. ამ ნაწილებთან მიღწევა რთულია, უმჯობესია გამოიყენოთ პროფესიონალის დახმარება. საბედნიეროდ, ბეკოს ჭურჭლის სარეცხი მანქანების უმეტესობას აქვს WaterSafe® ან WaterSafe+® ტექნოლოგია. ეს ფუნქციები გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ავტომატურად წყვეტენ წყლის გადინებას. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- როგორ დავასუფთავო ჭურჭლის სარეცხი მანქანა?
მართალია, ჭურჭლის სარეცხი მანქანა რეცხავს თქვენს ჭურჭელს და თავადაც საჭიროებს გასუფთავებას. ჭურჭლის სარეცხი მანქანის დასუფთავება ახანგრძლივებს მის სიცოცხლისუნარიანობასა და აუმჯობესებს რეცხვის ეფექტურობას. დროთა განმავლობაში ცხიმის, სარეცხი საშუელებებისა და საკვების ნარჩენები გროვდება ინტერიერში, რაც ბაქტერიების გავრცელების წყაროა. თქვენს ტექნიკას აქვს ორი ზონა, რომელიც საჭიროებს რეგულარულ დასუფთავებას.
გარე დასუფთავება: ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეგიძლიათ დაასუფთავოთ გარედან სველი ტილოთი ან სარეცხი საშუალების რბილი ნაწილით.
შიდა დასუფთავება: დროდადრო აუცილებლად გახეხეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიდა მხარე და კარები. ბეკოს მოდელების უმეტესობას თვითწმენდის ფუნქცია აქვს, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ თვეში ერთხელ, ცუდი სუნისა და ბაქტერიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
დამატებითი ჭავლის ფრთების დასუფთავება: დამატებითი ჭავლის ფრთებიც ნარჩენების დაგროვების ერთ-ერთი ზონაა. მოხსენით ფრთები და გარეცხეთ. დარწმუნდით, რომ ფრთების საცავები კარგად არის დამაგრებული და დახშობილია წყლისგან. როდესაც დაასრულებთ დასუფთავებას, მოათავსეთ ფრთები თავის ადგილას.
ფილტრის დასუფთავება: ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს ფილტრი, რომელიც რეგულარულ გასუფთავებას საჭიროებს. ბეკოს მოდელების უმეტესობას ფილტრის EverClean™ ფუნქცია აქვს, რომელიც შხეფების საშუალებით ასუფთავებს მას. გამოიღეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა უჯრა, მოხსენით ფილტრი და გარეცხეთ. ფილტრის რეცხვა რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ ცუდი სუნისა და წყლის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- რეცხვის შემდეგ დანა-ჩანგალი ჟანგიანია, რა იწვევს ჟანგს და როგორ აღმოვფხვრათ ის?
არავის სურს ჟანგიანი დანა-ჩანგლით მირთმევა. ჟანგი წარმოიქმნება დატენიანებისას. დროთა განმავლობაში, შესაბამისი მოვლის გარეშე, ჟანგი ნებისმიერ მეტალში წარმოიქმნება. ქვევით მოცემულია ჟანგის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია.
ნესტი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში: ნესტი, ჟანგის წარმოქმნის ერთ-ერთი საფუძველია. ბუნებრივია, რომ ჰაერი რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ ტენიანია. სწორედ ამიტომ, რეცხვის დასრულების შემდეგ კარი რამდენიმე ხნით ღია დატოვეთ, ნესტიანი ჰაერი გარეთ გამოიდევნება და სამზარეულოს აქსესუარები დაცული იქნება ჟანგის წარმოქმნისგან.
დაბალი ხარისხის ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არარეცხვადი აქსესუარები: ყველა მასალა არ არის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვადი.
გთხოვთ, იხილეთ ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალში: "რა ტიპის მასალა არ უნდა გაირეცხოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში". დაბალი ხარისხის ან ლითონის ზედაპირიანი ნივთები მიდრეკილია ჟანგის წარმოქმნისკენ, მათი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ არის მიზანშეწონილი.
მექანიკური მოძრაობა: დროთა განმავლობაში, მექანიკურმა მოძრაობამ შეიძლება დაკაწროს სამზარეულოს ფოლადის აქსესუარები. შესაძლოა სწორედ ნაკაწრებში წარმოიქმნას ჟანგი. თუ თქვენ შეამჩნევთ ნაკაწრებს ჭურჭელზე, არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
დაჟანგული ნივთები: ჟანგი შეიძლება გადავიდეს ერთი ნივთიდან მეორეზე. ამდენად, თუ თქვენ გარეცხავთ ჟანგიან მეტალს, იგი შეიძლება გადავიდეს სხვა უჟანგავ მეტალზეც. სწორედ ამიტომ, დაჟანგული სამზარეულოს ნივთები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ გარეცხოთ.
ონკანის წყალი: თუ ონკანის წყალი მდიდარია მძიმე მეტალის იონებით, მან შეიძლება წარმოქმნას ჟანგი მეტალის ნივთებზე. თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს წყლის დარბილების ფუნქცია, რომელიც ამცირებს წყლის სიხისტეს და ანეიტრალებს მეტალის იონებს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით კარგად მუშაობს ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილთან ერთად.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი: მარილი წყლის დამარბილებელს ჭურჭლის სარეცხი მანქანის დარბილებასა და ონკანის წყლის ნეიტრალიზებაში ეხმარება. მარილის რეზერვუარს შიგნით წყალი აქვს, რომელიც შეიძლება მარილის შევსებისას გადმოვიდეს. მარილის გაბნევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ძაბრი, რომელიც სარეცხ მანქანას მოყვება, გაბნევის შემთხვევაში ზედაპირი აუცილებლად გაასუფთავეთ. მარილის შევსება რეკომენდირებულია რეცხვის ციკლის დაწყებამდე.თუ თქვენ შეავსებთ მარილს და დროის უახლოეს პერიოდში ჭურჭლის გარეცხვას არ გეგმავთ, ჭურჭლისა და სარეცხი საშუალებების გარეშე, ტექნიკის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, სარეცხი მანქანა მოკლე პროგრამაზე ჩართეთ.
შეუსაბამო სარეცხი საშუალებები და სხვა ნივთები: გამოიყენეთ ჭურჭლი სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი სავლები საშუალება და მარილი.
არ გამოიყენოთ: ჭურჭლის სარეცხი საშუალება (ჟელე), ხელის საპონი, მათეთრებელი, ძმარი ან სხვა ქიმიური საშუალებები, რომელიც ამცირებენ არა მხოლოდ რეცხვის ეფექტურობას, არამედ წარმოქმნიან ჟანგს მეტალის ნივთებზე.
სწორი ელექტრო კავშირი: ჭურჭლის სარეცხი მანქანა მყარი დენის წყაროში უნდა იყოს შეერთებული, წინააღმდეგ არათანაბარი ენერგია წარმოიქმნება, რაც სარეცხი მაქანისა და სამზარეულოს აქსესუარების მეტალის ზედაპირს დაშლის, ეს ყველაფერი კი ჟანგის წარმოქმნის წყაროა. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- რეცხვის შემდეგ სარეცხი საშუალებების ძლიერი სუნია. როგორ ავიცილო თავიდან მოცემული პრობლემა?
სარეცხი საშუალებების სუნი ჭურჭელზე გამაღიზიანებელი და არაჰიგიენურია. სუნი რჩება იმ შემთხვევაში, თუ სარეცხი საშუალება სრულად არ იხსნება, არასწორ დროს გამოიყენება რეცხვის ციკლისას ან სარეცხ მანქანას რაღაც უშლის ხელს გავლებისას.
ჭურჭლის ჩატვირთვა: ჩატვირთვა დიდ გავლენას ახდენს სარეცხი საშუალების გავრცელებასა და გავლების ხარისხზე. არ გადატვირთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, შეეცადეთ ჭურჭელი ერთმანეთზე არ დააწყოთ. მეორე მხრივ, დარწმუნდით, რომ ჭურჭელი არ ეფარება დამატებითი ჭავლის ფრთებს ან სარეცხი საშუალების რეზერვუარს.
ტაბლეტები: ტაბლეტი სარეცხი საშუალებები ახანგრძლივებს ჭურჭლის გაშრობას. ბეკოს ზოგიერთ მოდელს აქვს ტაბლეტის სენსორი, რომელიც მოქმედებს ავტომატურად ტაბლეტის გამოყენებისას. თუ მსგავსი ფუნქცია ჭურჭლის სარეცხ მანქანას არ აქვს, მექანიკურად შეგიძლიათ დააყენოთ, რათა შრობის პროცესი მინიმუმამდე დაიყვანოთ. რეცხვის მოკლე პროგრამებზე ტაბლეტი საშუალებები რეკომენდირებული არ არის.
SuperRinse™ (გავლება): ბეკოს ჭურჭლის სარეცხი მანქანების უმეტესობას აქვს SuperRinse™ ფუნქცია, რაც დამატებით გავლებას გულისხმობს. შეგიძლიათ მიმართოთ სუპერ გავლების ფუნქციას, თუ მგრძნობიარე ხართ სარეცხი საშუალებების მიმართ ან უკეთ გავლებული ჭურჭელი გსურთ. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჭურჭელს კარგად არ აშრობს. რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი და როგორ აღმოვფხვრა პრობლემა?
იმედგაცრუებული რჩებით, როდესაც დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, რეცხვის ციკლის დასრულებისას ჭურჭელი ისევ სველია. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჭურჭელს აშრობს იმ სითბოს საშუალებით, რომელსაც იყენებს ბოლო გავლებისას. სითბო გამოიყენება ჭურჭლის მიერ მას შემდეგ, რაც წყალი დაშრება. დარჩენილი სითბო იწვევს წყლის წვეთების აორთქლებას. არსებობს რამდენიმე ხელისშემშლელი პროცესი, რის გამოც ჭურჭელი სველი რჩება რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ.
ჭურჭლის ჩატვირთვა: თქვენ შესაძლოა არასწორად ჩატვირთოთ ან გადატვირთოთ ჭურჭელი. დარწმუნდით, რომ ყველა ჭურჭელი თანაბრად დევს, არ არის ერთმანეთთან მჭიდროდ განთავსებული, რაც ეფექტური დრენაჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჭურჭლის სწორად მოთავსების წესებს არ დაიცავთ, პლასტმასის ან მინის მსუბუქი ნივთები შეიძლება რეცხვისას გადაადგილდნენ და ამოყირავდნენ, ნივთებში კი წყალი დარჩეს, რაც ჭურჭელზე აორთქლების პროცესს შეუშლის ხელს.
სავლები საშუალება: თქვენ შეიძლება არ იყენებთ სავლებ საშუალებას ან სულაც ამოიწურა. ბევრი ფიქრობს, რომ სავლები საშუალების დანიშნულება ჭურჭლის გაპრიალებაა, თუმცა მისი ძირითადი მიზანი შრობის პროცესის ხელშეწყობაა. სავლები ქმნის წყლის გაუმტარ შრეს და აძლიერებს აორთქლების პროცესს. აუცილებლად შეამოწმეთ სავლები საშუალების რეზერვუარი და დარწმუნდით, რომ პრობლემა მასში არ მდგომარეობს.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარი: წყლის წვეთები შეიძლება დარჩეს ჭურჭელზე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარს არ გამოაღებთ. შესაძლოა შრობის პროცესი სწორად მიდის, მაგრამ რეცხვის შემდეგ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არსებული სითბო და ნოტიო ჰაერი კვლავ წარმოქმნის წყლის წვეთებს. აუცილებლად გამოაღეთ კარი ცხელი ჰაერის გარეთ გამოსადევნად.
ტაბლეტი სარეცხი საშუალებები: ცნობილია, რომ ტაბლეტები შრობის პროცესს ახანგრძლივებენ. ბეკოს ზოგიერთ მოდელს აქვს ავტომატური ტაბლეტის სენსორი, რომელიც გაცნობებთ ტაბლეტის გამოყენებას. თუ თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას არ აქვს ეს ფუნქცია, შეგიძლიათ ხელით გაააქტიუროთ, იმისთვის რომ შრობის პროცესმა სწორად ჩაიაროს. გაითვალისწინეთ, ტაბლეტები რეცხვის მოკლე პროგრამებზე რეკომენდირებული არ არის.
რეცხვის პროგრამა: საბოლოოდ, ეფექტური რეცხვისა და შრობისთვის ჭურჭლის რაოდენობის დაბინძურებისა და მასალის მიხედვით შეარჩიეთ რეცხვის შესაბამისი პროგრამა.
AquaFlex®: სხვა მასალისგან (ფაიფური, მინა) განსხვავებით პლასტმასი არ გამოიყენებს ბევრ სითბოს შრობისას. რაც ნიშნავს იმას, რომ პლასტმასის ჭურჭელი სხვებისგან განსხვავებით სველი რჩება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბეკოს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს AquaFlex® ტექნოლოგია. თუ გიწევთ პლასტმასის ჭურჭლის გარეცხვა მიმართეთ AquaFlex® ტექნოლოგიას.
ტექნიკური პრობლემები: თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი ფაქტორი არ არის სახეზე, ჭურჭლის სარეცხ მანქანას შესაძლოა ტექნიკური პრობლემა ჰქონდეს, გამაცხელებელი ელემენტი ან თერმოსტატი იყოს გაუმართავი, ამ შემთხვევაში უმჯობესია დახმარებისთვის სერტიფიცირებულ ტექნიკოსს მიმართოთ. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- უნდა გამოვიყენო გასავლები საშუალება?
საუკეთესო შედეგის მისაღებად თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სავლები საშუალება და მარილი. სავლები საშუალება ბოლო გავლებისას ფანტავს წყალს ჭურჭლის ზედაპირისგან. ხელს უშლის წყლის წვეთების დარჩენას ჭურჭელზე, რაც წყლის ლაქებს იწვევს. თუ დისპლეიზე სავლები საშუალება ანათებს ის აუცილებლად უნდა შეავსოთ. რეზერვუარი მდებარეობს ჭურჭლის სარეცხი მანქანის კართან, სარეცხი საშუალების რეზერვუარის გვერდით. მოხსენით რეზერვუარს თავი, ჩაასხით სავლები საშუალება და დაახურეთ სახურავი. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- რა ტიპის ჭურჭელი არ უნდა გაირეცხოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში?
სარეცხ მანქანაში ჭურჭლის გარეცხვამდე აუცილებლად შეამოწმეთ მწარმოებლის ინსტრუქცია. სამწუხაროდ ყველა ჭურჭელზე არ არის მოცემული მსგავსი ინფორმაცია. როგორც წესი, არ უნდა გაირეცხოს წებოვანი, დელიკატური და ხელით მოხატული ნივთები, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ფაიფური. აქვე აღსანიშნავია, რომ ალუმინი ან ალუმინით დაფარული ზედაპირი კოროზიას იწვევს მინაზე.
ქვემოთ მოცემულია ჭურჭლის სახეობები, რომელიც უნდა გაირეცხოს ხელით: თუჯი კრისტალი, ხელით მოხატული მინა ხის აქსესუარები უკრობი ტაფა (non-stick) სპილენძი მსუბუქი პლასტმასი ალუმინის ნივთები მოოქროვილი ჭურჭელი ყველა წებოვანი ნივთი ხელით მოხატული კერამიკა/ქვა ემალი კალის ჭურჭელი იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- როგორ გავანგრძლივო ჭურჭლის სარეცხი მანქანის სიცოცხლისუნარიანობა?
ტექნიკის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების პირველი ნაბიჯი რეგულარული დასუფთავებაა. დროთა განმავლობაში ცხიმისა და საკვები ნარჩენები გროვდება ფილტრზე, ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარსა და შიდა კედლებზე. გროვების თავიდან ასაცილებლად, ჭურჭლის გასარეცხად მოთავსებამდე, აუცილებლად ჩამორეცხეთ ჭურჭელზე არსებული მძიმე საკვები. თუ უგულვებელყოფთ რეგულარულ დასუფთავებას, საკვები ნარჩენები დააბრკოლებენ ტუმბოს, ფილტრებსა და მილებს, შეაფერხებენ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ნორმალურ ფუნქციონირებას.
შიდა გასუფთავება: დროთა განმავლობაში აუცილებლად დაასუფთავეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიდა კედლები, არ დაგავიწყდეთ კარის რეზინის გასუფთავებაც, შეამოწმეთ რეზინის ნაპრალები და დარწმუნდით, რომ წყლაგაუმტარია. ბეკოს მოდელების უმეტესობას აქვს შიდა წმენდის ფუნქცია, რომელიც ცუდი სუნისა და ბაქტერიების გავრეცელებას ებრძვის. შიდა წმენდის ფუუნქციას შეგიძლიათ თვეში ერთხელ მიმართოთ.
ფილტრის წმენდა: თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს დრენაჟის ფილტრი, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა დასუფთავდეს. ბეკოს ზოგიერთ მოდელს აქვს ფილტრის EverClean™ ფუნქცია. ფუნქცია დაფუძნებულია შეშხეფების სპეციალურ სისტემაზე, რომელიც შიგნიდან ასუფთავებს ფილტრს. EverClean™-ის წყალობით 4-ჯერ მცირდება ფილტრის დასუფთავების საჭიროება. მოხსენით ფილტრი და შეამოწმეთ საჭმლის ნადები. უპირველეს ყოვლისა გამოიღეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა თარო, მოხსენით ფილტრი და გარეცხეთ. გროვებისა და ნადების თავიდან ასაცილებლად ეს პროცესი კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.
სარეცხი, სავლები საშუალება და მარილი: ჭურჭლის სარეცხი მანქანის რეგულარული გასუფთავების გარდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ სწორ სარეცხ და სავლებ საშუალებებს, მარილს რეცხვის ეფექტურობისთვის. არ გამოიყენოთ ხელის საპონი და ჭურჭლის ჟელე, სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, რომლებიც არ მოგცემთ კარგ შედეგს. დროულად შეავსეთ მარილი და სავლები საშუალებები.
ჭურჭლის ჩატვირთვა: ფრთხილად იყავით ჭურჭლის ჩატვირთვისას, არ გადატვირთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. დარწმუნდით, რომ ჭურჭელი სწორად დევს, ერთმანეთისგან განცალკევებულია და ხელს არ უშლის ეფექტურ დრენაჟს. თუ თქვენ არასწორად დაალაგებთ ჭურჭელს, მსუბუქი პლასტმასისა და მინის ნივთები, რეცხვისას შეიძლება გადაადგილდნენ და ამოტრიალდენენ.
თადარიგი: უმჯობესია პრობლემის საბოლოო ესკალაციამდე წინასწარ იზრუნოთ თქვენს ტექნიკაზე. შეამოწმეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა რეგულარულად, შესაბამისი ზომები გაატარეთ უჩვეულო ხმებსა და ქმედებებზე. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- რამდენად ხშირად უნდა დავასუფთავო ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრი?
თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრი რეგულარულ გასუფთავებას საჭიროებს. ბეკოს ზოგიერთ მოდელს აქვს ფილტრის EverClean™ ფუნქცია. ფუნქცია დაფუძნებულია შხეფების სპეციალურ სისტემაზე, რომელიც შიგნიდან ასუფთავებს ფილტრს. EverClean™-ის წყალობით 4-ჯერ მცირდება ფილტრის დასუფთავების საჭიროება.
ფილტრის გაწმენდა: მოხსენით ფილტრი და შეამოწმეთ საკვების ნადები. უპირველეს ყოვლისა გამოიღეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა თარო, მოხსენით ფილტრი და გარეცხეთ. ჭუჭყიანი ფილტრი ახდენს დრენაჟის ბლოკირებას და ბევრად უფრო გრძელვადიან პრობლემებს იწვევს. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- რა უნდა ვიღონო რეცხვის საუკეთესო შედეგის მისაღებად?
რეცხვის საუკეთესო შედეგის მისაღებად იხელმძღვანელეთ მანუალით, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ჭურჭლის სარეცხი მანქანის სწორი გამოყენების, დასუფთავებისა და თადარიგის შესახებ.
დასუფთავება: ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხშირი დასუფთავება აუმჯობესებს რეცხვის ეფეტქურობას და ახანგრძლივებს ტექნიკის სიცოცხლისუნარიანობას. დროთა განმავლობაში ცხიმისა და საკვები ნადების გროვა თავს იყრის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ბინძური ჭურჭლის სარეცხი მანქანა ხელს უშლის რეცხვის ეფექტურობას და მიკრობების წყაროს წარმოადგენს.
რეგულარულად დაასუფთავეთ როგორც შიდა და გარე მხარე, ასევე მოხსნადი ნაწილებიც, როგორიცაა: დამატებითი ჭავლის ფრთები და ნარჩენების ფილტრი. ბეკოს ბევრ მოდელს აქვს თვითწმენდის ფუნქცია, რომელსაც შეგიძლიათ თვეში ერთხელ მიმართოთ.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ მომდევნო თემას:
„როგორ დავასუფთავო ჭურჭლის სარეცხი მანქანა?“ ჭურჭლის ჩატვირთვა: ჭურჭლის ჩატვირთვის ტიპი დიდ გავლენას ახდენს რეცხვის ეფექტურობაზე. დარწმუნდით, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ არის გადატვირთული, ჭურჭელი არ არის ერთმანეთზე დალაგებული. მეორე მხრივ, შეამოწმეთ ჭურჭლის განლაგება და დარწმუნდით, რომ ხელს არ უშლის დამატებითი შხეფების ფრთებსა და სარეცხი საშუალებების რეზერვუარს.
სარეცხი, სავლები საშუალებები და მარილი: ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ ჭურჭლის სარეცხი მანქანებისთვის განკუთვნილი სარეცხი-სავლები საშუალებები და მარილი. არ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი ჟელე, ხელის საპონი, ძმარი ან სხვა ქიმიკატები, რომლებიც ხელს შეუშლიან ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეფექტურად მუშაობას. ამოწურვის შემთხვევაში დროულად შეავსეთ სარეცხი/სავლები საშუალებები და მარილი.
რეცხვის პროგრამა: და ბოლოს, ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარგი პერფორმანსისა და სიცოცხლისუნარიანობისთვის შეარჩიეთ ჩატვირთვის ტიპის შესაბამისი რეცხვის პროგრამა. პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ჭურჭლის რაოდენობას, მასალასა და დაბინძურების დონეს. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- რეცხვის შემდეგ მინა დაბინდულია. რა იწვევს მინის დაბურვას და როგორ ავიცილო თავიდან?
სამწუხაროა, როდესაც კრისტალურად ნათელი ჭიქა დაბურული გამოგაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან. დაბურვას მინის ზედაპირის კოროზია იწვევს. დაბურვის გამომწვევი რამდენიმე მიზეზია. უპირველეს ყოვლისა კარგად უნდა დაასუფთავოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის დასუფთავება: დროთა განმავლობაში ცხიმისა საკვები ნარჩენები თავს იყრის ჭურჭლის სარეცხი მანქანის კართან, კედლებსა და დრენაჟის ფილტრში. აუცილებლად გახეხეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის კარი და შიდა მხარე. ბეკოს ძალიან ბევრ მოდელს აქვს შიდა წმენდის ფუნქცია, რომელიც წყალს 73 გრადუსამდე აცხელებს. პროგრამას შეგიძლიათ თვეში ერთხელ მიმართოთ, რაც საკვები და სხვა ნარჩენების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
დრენაჟის ფილტრის დასუფთავება: თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს დრენაჟის ფილტრი, რომელიც რეგულარულად უნდა დასუფთავდეს. ბეკოს ბევრ მოდელს აქვს შიდა წმენდის ფუნქცია, რომელიც დაფუძნებულია სპეციალური შხეფების სისტემაზე და ფილტრს შიგნიდან ასუფთავებს. EverClean™-ის წყალობით ბეკოს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრი 4-ჯერ ნაკლებ დასუფთავებას საჭიროებს. გამოიღეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა თარო, მოხსენით ფილტრი და გარეცხეთ. პროცესი გაიმეორეთ კვირაში ერთხელ ცუდი სუნის თავიდან აცილებისთვის.
წყლის სიხისტის ფუნქცია: ხისტი წყალიც იწვევს მინის დაბურვას. თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც აქვს წყლის სიხისტის ფუნქცია, რომელიც არბილებს წყალს. მოცემული ფუნქცია უნდა დაარეგულიროთ ონკანის წყლის სიხისტის მიხედვით. მიჰყევით ჭურჭლის სარეცხი მანქანის ინსტრუქციას.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი: მარილი როგორც წესი, მარცვლის ფორმებში იყიდება და გამოიყენება ჭურჭლის სარეცხი მანქანისა და ონკანის წყლის დასარბილებლად. მარილის განყოფილება მდებარეობს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა მარცხენა მხარეს. მარილის შევსებისას, გამოიღეთ ქვედა თარო, მოხსენით რეზერვუარს სახურავი და გაავსეთ მარილით. შიგნით არსებული წყალი შეიძლება გადმოვიდეს ან მარილი გაიბნას ინტერიერში. მარილი და მარილიანი წყალი აზიანებს მეტალისა და მინის ზედაპირს. სწორედ ამიტომ, მარილის შევსებისას აუცილებლად გამოიყენეთ ძაბრი. მარილი უნდა შეავსოთ აუცილებლად რეცხვის ციკლის დაწყებამდე. თუ მარილის ჩაყრის შემდეგ არ აპირებთ ჭურჭლის გარეცხვას, აუცილებლად დააყენეთ რეცხვის მოკლე პროგრამაზე, ჭურჭლის სარეცხი მანქანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
გასავლები საშუალება: მომხმარებლების უმეტესობა ფიქრობს, რომ სავლები საშუალება ჭურჭლის საპრიალებლად გამოიყენება, თუმცა მისი მთავარი დანიშნულება ჭურჭლის ეფექტური შრობაა. სავლები საშუალება ჭურჭელზე ქმნის წყალგაუმტარ შრეს, რის შემდეგაც შრობის პროცესი უფრო ეფექტურად მიმდინარეობს. თუ თქვენს ეკრანზე ინთება „Rinse Aid” ციმციმა, ამ შემთხვევაში აუცილებლად სავლები საშუალებით უნდა შეავსოთ. რეზერვუარი მდებარეობს ჭურჭლის სარეცხი მანქანის კართან, სარეცხი საშუალების გვერდით. მოხსენით რეზერვუარს თავსახური და გაავსეთ სავლები საშუალებით. თქვენს საყოფაცხოვრებო ტექნიკას აქვს სავლები საშუალების რეგულირების ფუნქცია, რომლის მეშვებიოთაც მხოლოდ საჭირო რაოდენობისას მოიხმარს. თუ თქვენ შენიშნავთ წყლის ლაქებს ან დაბურულ ზედაპირს ჭურჭელზე, მიუხედავად სარეცხი საშუალების გამოყენებისა, თქვენ ალბათ სავლები საშუალების დონის მომატების სურვილი გაგიჩნდებათ.
Auto GlassShield®(მინის დაცვა) ტექნოლოგია, SteamGloss® (ორთქლით გაპრიალება) ტექნოლოგია და GlassCare (მინის მოვლა) პროგრამა: საბედნიეროდ, მინის ნაწარმის დასაცავად ბეკოს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ბევრ მოდელს სპეციფიური ტექნოლოგიები და პროგრამები აქვს. ავტომატური GlassShield® ტექნოლოგია წყლის სიმყარის ფუნქციის ამოქმედებით მინის ნაწარმს კოროზიისგან იცავს. SteamGloss® ტექნოლოგია დამატებით 10 წუთის განმავლობაში სითბოს საშუალებით არსებულ წყლის წვეთებს 23%-ით ამცირებს და ბოლოს, GlassCare პროგრამა 40 გრადუსზე რეცხვით თქვენს მინის ნაწარმსა და ჭურჭელს იცავს. იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა
- სად მივაგნო ჭურჭლის სარეცხი მანქანის სერიულ ნომერს?
ბეკოს ყველა ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს უნიკალური სერიული ნომერი, რომელიც განთავსებულია კარის მარჯვენა მხარეს.
იყო თუ არა ეს სასარგებლო? გმადლობთ თქვენი გამოხმაურებაზე დიახარა