პიროლიტიკური თვითწმენდა
თუ თქვენი ღუმელიდან კვამლი გამოდის და თუ თქვენ მზად ხართ სახელოები აიწიოთ და მის ხეხვას შეუდგეთ, ჯერ ჩვენ მოგვისმინეთ. ბეკოს პიროლიტიკური თვითწმენდის ფუნქცია თქვენს მაგივრად ასრულებს მძიმე სამუშაოს. მძიმე დაბინძურების შემთხვევაში თვითწმენდის პროცესი 120 წუთის განმავლობაში გრძელდება, მსუბუქი დაბინძურების შემთხვევაში კი 90 წუთი. ეს უკანასკნელი 25%-ით ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს*. პიროლიტიკური თვითწმენდის ფუნქცია ღუმელს 480°C-მდე აცხელებს და ყოველგვარ ცხიმს ნაცრად აქცევს, რომლის მოშორებაც შემდგომში უკვე მარტივია. ამდენად, დაემშვიდობეთ სარეცხ საშუალებებს და შეეგებეთ გამარტივებულ ცხოვრებას.*დადასტურებულია შიდა ლაბორატორიების მიერ.