დახურვაCookie და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

საიტი იყენებს cookies. თუ გსურთ შეიტყოთ მეტი cookis-ზე   აქ დააწკაპუნეთ.  ამ შეტყობინების ან cookies გამოყენების თანხმობის გასაუქმებლად დააწკაპუნეთ "X" “X”

ღუმელები

ბეკოს ღუმელების გონივრული გადაწყვეტილება თქვენი ცხოვრების გამარტივებისთვის


image-2

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბეკოსგან, რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას.


image-3

ფართო ზედაპირის ღუმელის შიდა ნათება

საშუალებას იძლევა აკონტროლოთ თქვენი კვების მომზადების პროცესი ღუმელის კარის გაღების გარეშე.

image-4

ქვედა შესანახი უჯრა

დიდი მოცულობის უჯრა სადაც თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი ღუმელის აქსესუარები რომელსაც ხშირად არ მოიხმართ, დაზოგავს თქვენს სივრცეს სამზარეულოში.

image-5

ქვაბის სანთური

უზრუნველყოფს გათბობის ძლიერ სისტემას ორმაგი სტრუქტურის წყალობით. ამგვარად, საკვები რომელიც უნდა მომზადდეს მაღალ ცეცხლზე მომზადდება სასურველი სისწრაფით.

image-6

დინამიური ჰაერის ნაკადით მომზადების ტექნოლოგია

დინამიური ჰაერის ნაკადის სისტემის შემთხვევაში, ზედა, ქვედა და უკანა გათბობის ელემენტებისგან განსხვავებით, ცხელი ჰაერი გამოდის ხვრელებიდან გვერდებზე და ხდება ჰაერის ცირკულაცია მოსამზადებელი საკვების გარშემო და სინის ქვევით. იგი შთაინტქმება უკანა კედელზე არსებული ხვრელით. ამგვარად, საკვების ყველა ნაწილი თანაბრად და სრულყოფილად მზადდება. ცხელი ჰაერი რომელიც ტრიალებს კერძის ირგვლივ ღუმელში მხოლოდ ამ კერძის სინზეა მიმართული. ამგვარად, კერძის სუნი რომელიც მზადდება ქვედა სინზე არ აირევა იმ საკვების სუნში რომელიც მზადდება ზედა სინზე. დინამიური ჰაერის ნაკადის პანელები მარტივად იხსნება და ირეცხება. ამდენად არ დადგება ხვრელის ამოვსების პრობლემა დროთაგანმავლობაში. დინამიური ჰაერის ნაკადის სისტემის უდიდესი მიღწევა და უპირატესობა არის კერძის ყველა მხარიდან თანაბრად მომზადება

შეწვა



image-7

ფართო შიდა სივრცე

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დიდია თქვენი ოჯახი ან ხშირია სტუმრები, ბეკოს ღუმელები საშუალებას იძლევა მოამზადოთ მეტი რაოდენობა ფართო შიდა სივრცის წყალობით. მათ აქვთ ერთი ყველაზე ფართო შიდა მოცულობა მიუხედავად სტანდარტული ზომების გარეგანი ზედაპირისა.

image-8

ოჯახის-ზომის სინი

მათი ფართო შიდა მოცულობის წყალობით, ბეკოს ღუმელებს შეუძლიათ მოამზადონ 25%-ით მეტი კერძი ერთდროულად დიდი მოცულობის სინის საშუალებით. გარდა ამისა, 55 მმ სიღრმის სინი უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს წვნიანი კერძის ან ხორცის მოსამზადებლად.

image-9

გაზის უსაფრთხოების სისტემა

თუკი ცეცხლი ქრება ქარის ან ქვაბიდან სითხის გადმოღვრის გამო მაშინათვე ჩაირთვება გაზის უსაფრთხოების სისტემა როემლიც ავტომატურად წყვეტს გაზის მიწოდებას თქვენი უსაფრთხოებისთვის.

image-10

გასუფთავების მარტივი პირობა

შუშის შიდა დეკორატიული კარების წყალობით მაცივრის გაწმენდა არის საკმაოდ მარტივი. საგულდაგულო გაწმენდისთვის კონკრეტული მოდელები საშუალებას იძლევა მთლიანად მოხსნათ შუშის შიდა კარები.


ელექტრო ტურბო ფუნქცია

ღუმელები რომელთაც აქვთ ეს ფუნქცია სადაც ტურბო ვეტილაცია ირთვება ზედა და ქვედა გამათბობელ ელემენტებთან ერთად უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და თანაბარ მომზადებას კერძის ყველა მხრიდან. ჰაერგამათბობლები შესაძლებელია ვამუშაოთ ერთად ან ცალცალკე კერძის მომზადების 7 სხვადასხვა კომბინაციისთვის. ამგვარად, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის კერძის მეტი დელიკატური მომზადება.

ტურბოს ფუნქცია

ეს ფუნქცია უზრუნველყოფს ერტდროულად სამ სინზე კერძის თანაბრად მომზადებას მათი სუნის ერთმანეთში შერევის გარეშე. ამგვარად, შესაძლებელია ელ-ენერგიის და დროის დაზოგვა. ჰაერი, რომელიც ხურდება ტურბო წინაღობის საშუალებით ტრიალებს სინების ირგვლივ ტურბო ვენტილატორის დახმარებით რათა ყოველი კერძი მომზადდეს საგულდაგულოდ. ცხიმის ნაწილაკები რომლებიც გამოყოფს სუნს კერძის მომზადების დროს ირევა ჰაერში და ეწებება ღუმელის უკანა კედელს და იწვება. ამდენად, გამორიცხულია სხვადასხვა კერძის სუნის ერთმანეთში შერევა.

სტატიკური ფუნქცია

ქვედა და ზედა გამათბობლები ერთდროულად იწყენებ მუშაობას კერძის ორივე მხარიდან თანაბრად მომზადებისთვის.

ორმაგი განყოფილების ფუნქცია

ორმაგი განყოფილების ღუმელში, ზედა განყოფილებას აქვს სტატიკური ფუნქცია ხოლო შედარებით ფართო ქვედა განყოფილებას კი ტურბო რეჟიმი. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დრო ქვედა და ზედა განყოფილებაში კერძის ერთდროულად მომზადებით ან ასევე შეგიძლიათ მხოლოდ ერთი, რომელიმე განყოფილების გამოყენება.

მრავალფუნქციური რეჟიმი

აერთიანებს ტურბო, ელექტროტურბო და სტატიკური მომზადების რეჟიმებს.სამი სხვადასხვა ღუმელის ფუნქციებვი ერთ ღუმელში საშუალებას იძლევა მოამზადოტ მეტად დელიკატური კერძი. სუპერ ტურბო ფუნქციის წყალობით მულტიფუნქციურ პროდუქტებში, ქვედა და ზედა გამათბობლები ირთვება ერთდროულად უკანა კედელზე ტურბო გამათბობლით. ამგვარად, ღუმელი გთავაზობთ კერძის მომზადების გაუმჯობესებულ პირობებს ვიდრე ტრადიციური, ჩვეულებრივი ტურბო რეჟიმით მომზადება.

დაკეტილი კარით გრილის რეჟიმი

გრილის გამოყენება დაკეტილი წინა კარებით თავიდან აგაცილებთ სუნის და ცხიმის ნაწილაკების შესხურებას. ასევე, გრილში მომზადებული ხორცი არის უფრო რბილი და წვნიანი.

დეფროსტის ფუნქცია

იდეალურია გაყინული პროდუქტის გასალღობად და მათ მოსამზადებლად კერძის მომზადებისთვის.

სწრაფი გახურების (ბუსტერი)რეჟიმი

ამ რეჟიმის დროს ყველა გამათბობელი მუშაობს ერთდროულად და სასურველი ტემპერატურა მიიღწევა უმოკლეს დროში. ამგვარად, 35 %-ით შეგიძლიათ დაზოგოთ დრო.


image-19

მომზადების 3D რეჟიმი

მომზადების 3D რეჟიმი უზრუნველყოფს ღუმელში ყველა გამათბობლის ერთდორულ მუშაობას. ამგვარად, კერძი მომზადდება საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად. სითბოს თანაბარი განაწილება უზრუნველყოფილია ყველა გამათბობლის ერთდორული მუშაობით და ჰაერის მილები ყოველი სინის უკან აკავებს სუნის ნაწილაკებს რათა თავიდან იქნას აცილებული კერძების სხვადასხვა სუნის ერთმანეთში შერევა.

image-20

სტატიკური მომზადება

ქვედა და ზედა გამათბობლები იძლევა საკონდიტრო ნაწარმის ტრადიციულად მომზადების საშუალებას, როგორიცაა ტორტი და ფუნთუშები.

image-21

გრილი

იდეალურია გრილით მომზადებისთვის უმოკლეს დროში. ამ რეჟიმის წყალობით თქვენ შეგიძლიათ დაბრაწოთ კარტოფილის გარე კანი ან მოამზადოთ ხრაშუნა საკვები.

image-22

გალღობა-გაგრილება

გალღობის დროს გამათბობლები არ მუშაობს. მხოლოდ ვენტილატორი მუშაობს რათა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაცია ღუმელში. ამგავარად, გაყინული პროდუქტები ლღვება ოთახის ტემპერატურაზე. მომზადებული კერძიც შესაძლებელია გალღვეს იგივე მეთოდით.

image-23

ზედა გამათბობლის ვენტილატორი

ზედა გამათბობელი და ვენტილატორი ერტდროულად მუშაობს რაც უზრუნველყოფს ღუმელში სითბოს თანაბარ განაწილებას და ასევე კერძის გარეკანი იბრაწება.

image-24

ვენტილატორის (ტურბო) რეჟიმი

სითბო თანაბრად ნაწილდება ღუმელში. ამგვარად, სამი სხვადასხვა კერძი ერთდორულად მიიღება ერთნაირ დონეზე მომზადებით.

image-25

მომზადება ვენტილატორის დახმარებით (სტატიკური+ვენტილატორი)

ზედა და ქვედა გამათბობლებში წარმოქმნილი სითბო თანაბრად ნაწილდება რუმელში ვენტილატორის საშუალებით. ეს უზრუნველყოფს კერძის თანაბრად მომზადებას უმოკლეს დროში.

image-26

ქვედა გამათბობელი+ვენტილატორი

ქვედა გამათბობელი და ვენტილატორი მუშაობს ერტდროულად რაც უზრუნველყოფს ღუმელში სითბოს თანაბარ განაწილებას და ასევე კერძის ძირი კარგად იბრაწება.